შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2000
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
08 სექ - 03 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #170ა

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00-18:00;

ხელფასი: 1500+
 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული შესყიდვების პროცედურების ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
  • მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
  • შესყიდვის ობიექტთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ფასების, მახასიათებლებისა და მომწოდებლების მიხედვით;
  • მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება საუკეთესო ფასის და პროდუქტების მისაღებად;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • საწყობისგან რეპორტის მიღება მოთხოვნილი პროდუქციის მიწოდების ხარისხზე და რაოდენობაზე;
  • მომწოდებელბის დავალიანებების კონტროლი;
  • ფასების კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • უცხო ენების (ინგლისური,რუსუსული) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS office) ცოდნა;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებული;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას;

 


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“  შესაბამისად  ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი