საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
23 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ (შპს „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“) აცხადებს ვაკანსიას  საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კაფე-სანაყინიდან დაბრუნებული პროდუქტის მიბარება სტანდარტის მიხედვით;  
  • კაფე-სანაყინეებისა და წარმოების  შეკვეთების მომზადება; 
  • შეძენილი პროდუქციის დროულად დაბინავება;  
  • ჩამოწერის პროცედურისათვის პროდუქტების აღწერა;  
  • წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ყოველკვირეული აღწერის წარმოება და მონაცემების ბაზაში ასახვა; 
  • მიღებული ნედლეულის ელ. ზედნადებების ამობეჭდვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან (RS.ge), ხელმოწერა და უშუალო მენეჯერისათვის მიწოდება; 
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შიდა გადაზიდვების ზედნადების შექმნა, კორექტირება და გააქტიურება; 
  • ფიზიკური სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel); 

 

უნარ-ჩვევები: 

  • კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი; 
  • შრომისმოყვარე და ორგანიზებული; 
  • ენერგიული და კომუნიკაბელური; 
  • პრეზენტაბელური და  დაუზარელი; 

 

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი