ფარმაცევტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
13 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 54 50 97

შპს ,,ნეოფარმი+“ აცხადებს ვაკანსიებს ფარმაცევტის პოზიციებზე.

 

,,ნეოფარმი“-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 60-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება. 
ვაკანტური პოზიცია : ფარმაცევტი

 

ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც არის: 

  • უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლების მქონე (განიხილებიან სტუდენტებიც);
  • იცის კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე;
  • იცის ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო (სასურველია);
  • აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შეუძლია გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
  • არის ორგანიზებული;
  • არის გუნდური, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული.

    
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
  • პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით); 
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის  შესაძლებლობას.

 

ჩვენ გელოდებით შენ!
დაგეგმე შენი კარიერა ნეოფარმთან ერთად!

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთოთოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის  შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 54 50 97 
 "ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!  

სამედიცინო
ფარმაცია