საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ინგლისური,რუსული
09 სექ - 07 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ამანათების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია „ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. 

ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). 

გამოსაცდელი ვადა:  1 თვე 

სამუშაო საათების გრაფიკი: 

ორშაბათი- ხუთშაბათი: 14:00-დან 22:00-მდე.  

პარასკევი: 16:00-დან 22:00-მდე. 

კვირა- 10:00-დან 18:00-მდე. 

შაბათი- დასვენების დღე.  

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზირი N19ბ. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სატვირთო მანქანის ოფისში მოსვლისას საწყობში ამანათების მიღება-შემოტანა; 
  • ყუთების საწყობში სწორად განლაგება და დასაწყობება; 
  • ამანათების დასკანერება და სწორად განლაგება შესაბამის თაროებზე;  
  • ამანათების მოძებნა და ორგანიზება ოკი ფოსტას სპეციალურ პანელში;  
  • ამანათების გაცემა ორგანიზებულად და დაკვირვებულად; 
  • საწყობის მარაგის ინვენტარის კონტროლი და ინვენტარის ამოწურვამდე ინფორმაციის მოწოდება ოფისის მენეჯერისთვის, რათა მოხდეს შესაბამისი ნივთების შესყიდვა;  
  • ყოველკვირეულად საწყობში ამანათების მონიტორინგი, აუდიტის ჩატარება და შესაბამისი ამანათების შესახებ ინფორმაციის მოწოდება; 
  • საკურიერო შეკვეთების მომზადება; 
  • ამანათების შეფუთვების, კონკრეტულად, მუყაოს ყუთების დასაწყობება და მომზადება ოფისიდან გასატანად;  
  • საწყობის მეთვალყურეობა;  
  • სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. 

 

მოთხოვნები: 

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება. 

 

უნარები და პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა და ოპერატიულობა; 
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@okipost.com და მეილის სათაურში “Subject” მიუთითოთ: „საწყობის თანამშრომელი“.   

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი