მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 5 - 7 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
07 სექ - 07 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე:

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად თანამშრომლის უსაფრთხო და პუნქტუალური სატრანსპორტო მომსახურება.
  •  კომპანიის ოფისებს შორის საჭირო საბუთების ან/და ნივთების ტრანსპორტირება.
  •  ავტომობილის სუფთა და მოვლილ/გამართულ მდგომარეობაში შენახვა.
  •  საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო მომსახურების გაწევა რეგიონებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  •  მართვის მოწმობა B კატეგორია
  •  კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფას
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას
  •  გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ავტო-მოტო სერვისი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი