კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
07 სექ - 06 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322420425

იურიდიული კომპანია "Prime Legal" უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

გაყიდვების ჯგუფი ეძებს მოტივირებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ ჯგუფის წევრებს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

დასვენების დღეები: შაბათი, კვირა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ერთჯერადი, ყოველთვიური და კვარტლური ბონუსები

 

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებელთა გამავალი ზარების განხორციელება;
** პოტენციურ მომხმარებელთა დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სერვისის პრეზენტაცია და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

***  უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

***  გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესად;

*** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;

*** ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

*** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;

*** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@primelegal.ge და გთხოვთ, თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "Prime Legal" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახება 3 წლის განმავლობაში.

Prime Legal მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
გაყიდვების მენეჯერი