ოფის მენეჯერის დამხმარე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ბაკალავრი
18 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თავდაპირველად გაგეცნობით: "ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott) შემოიყვანა. 

თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას  „ოფის მენეჯერის დამხმარეს“ პოზიციაზე, ბათუმში

 

გვსურს: 

  • გაუმასპინძლდე სტუმრებს (ყავა, ჩაი, წყალი) 
  • დასუფთავებულ ოფისში უზრუნველყო ჰიგიენური გარემოს შენარჩუნება (მათ შორის სამზარეულო და სველი წერტილები) 
  • ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში გააკონტროლო მარაგები და განახორციელო შეკვეთა 

 

თუ შენ ფლობ: 

  • საშუალო ან პროფესიულ განათლებას 
  • გაქვს გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასურველია) 
  • ფლობ სრულყოფილად ქართულ ენას  
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზიარებ ,,ალიანს ჯგუფის“ ღირებულებებს 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  •  ანაზღაურება  (600 ლარი) 
  •  სამუშაო გრაფიკს 10:00 - 19:00 სთ-მდე 
  •  კორპორატიულ ნომერს 
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას  

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; 
  • გასაუბრება. 

 

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliance.ge და სათაურის ვერში მიუთითეთ შემდეგი: “ოფის მენეჯერის დამხმარე“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.  

გისურვებთ წარმატებას! 

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი