ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
07 სექ - 07 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„გასტრონომი“  დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია 7 ფილიალით.  მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის სრული უმრავლესობა არის იმპორტირებული და დაახლოებით მოიცავს 200 აქტიურ ბრენდს. 

გასტრონომის საოპერაციო გუნდში ვეძებთ კანდიდატს „ბრენდ მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე. 

 

სამუშაო აღწერილობა: 

  • საჭიროების შემთხვევაში, კატეგორიების მიხედვით ახალი ბრენდების მოძიება, მათთან კონტაქტზე გასვლა და მოლაპარაკებების წარმოება. 
  • საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მომწოდებლებისგან, კომერციული შეთავაზების მიღება და დამუშავება. 
  • არსებულ და ახალ ბრენდებზე სატრენინგო მასალების/პრეზენტაციების მომზადება 
  • საერთაშორისო გამოფენებიდან მოძიებული ინფორმაციის დახარისხება/გაფილტვრა 
  • მაღაზიის კონსულტანტებისთვის ტესტირებების შედგენა და გასწორება 
  • არსებულ ბრენდებზე მარკეტინგის დეპარტამენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.  
  • მარკეტინგულ აქციებთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი 
  • შემოსული იმპორტისთვის მიღება-ჩაბარებების გამზადება  
  • მაღაზიებს შორის ნაშთების კონტროლი და გადანაწილების უზრუნველყოფა 
  • დარიცხული იმპორტის გადასახადების კონტროლი 
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული, ბრენდებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა ; როგორც წერითი, ასევე საკომუნიკაციო უნარები; 
  • მოლაპარაკების და კარგი კომუნიკაციის უნარი ; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია apex- თან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია კანდიდატს, ჰქონდეს კარგი ტექნიკური უნარები.  

 

ვაკანსიის დეტალები:  

  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 
  • ადგილმდებარეობა: უნივერსიტეტის ქუჩა N24 (სათავო ოფისი)  
  • ბენეფიტი: ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; 
  • საზღვარგარეთ მივლინება გამოფენებზე. (აუცილებელია, რომ კანდიდატს არ ჰქონდეს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ - გამოფენებზე მივლინების)  

 

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე  შემდეგ მისამართზე: Vacancy@gastronome.ge  

გისურვებთ წარმატებებს!  

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი