გადამზადება-დასაქმების პროგრამა Grant Thorntonში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
06 სექ - 04 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დასახელება:                გადამზადება-დასაქმების პროგრამა Grant Thornton-ში

ხანგრძლივობა:            1 თვე

მდებარეობა:                თბილისი

 

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton იწყებს გადამზადებისა და დასაქმების ინოვაციურ პროგრამას (Bootcamp), რომლის ფარგლებშიც, დამამთავრებელი კურსის მოტივირებული და წარმატებული სტუდენტები გაივლიან ერთთვიანი გადამზადების კურსს და დასაქმდებიან Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების, აუდიტის, ბიზნეს საკონსულტაციო და საგადასახადო დეპარტამენტებში.

 

ერთთვიანი გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დარგის წამყვანი სპეციალისტები Grant Thornton-სა და Grant Thornton Academy-დან სტუდენტებს მისცემენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგი მიმა­რთულებებით:

  • MS Office
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები
  • ბიზნეს კომუნიკაცია
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა
  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები

 

Grant Thornton-ის გადამზადების პროგრამა სტუდენტებს საბუღალტრო, აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით შესაბამისი დეპარტამენტების მუშაობის პროცესთან მარტივ და სწრაფ ადაპტაციაში დაეხმარება და რეალურ ბიზნეს ქეისებთან მუშაობის საერთაშორისო გამოცდილებას მისცემს.

 

პროგრამის გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე და ხელს არ უშლის აკადემიური სწავლების პროცესს უნივერსიტეტებში.

 

გადამზადების პროგრამისთვის აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან კურსდამთავრებულებიც)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
  • მოტივაცია და გამოწვევებით სავსე გარემოში განვითარების სურვილი
  • საბუღალტრო პროგრამებისა და დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

აპლიკანტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ გადამზადება-დასაქმებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • ტესტირება
  • გასაუბრება

 

აპლიკაციის პროცედურა:

გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე საკონტაქტო ტელეფონის ნომრითა და ელექტრონული ფოსტის მისამართით, მეილზე: hr@ge.gt.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “გადამზადება-დასაქმების პროგრამა Grant Thornton-ში“.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 3 ოქტომბერი    

გადამზადების პროგრამის დაწყების თარიღი: 2022 წლის 10 ოქტომბერი

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)