საოპერაციო მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 სექ - 06 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადაზღვევო კომპანიაუნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. 

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საოპერაციო მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგის სტრატეგიის შექმნასა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
  • გაყიდვების არხების გაფართოების მიმართულებით აქტივობის დაგეგმვა;
  • სადაზღვევო პროდუქტების ჭრილში  SWOT ანალიზის წარმოება
  • ბაზრის და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ორგანიზება, ანალიზი და რეკომენდაციების მომაზდება
  • საკომუნიკაციო კამპანიების ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მედია საშუალებებთან ურთიერთობა;
  • ყოველთვიური ანგარიშების მომზადება საქმიანობასთან და პროექტებთან დაკავშირებით;
  • კომპანიის ბრენდის განვითარებასა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების  B1 დონეზე ცოდნა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე მეილზე:  vacancy@unison.ge; ikalichava@unison.ge ; სათაურის ველში  მიუთითეთ პოზიციის  დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი