ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
06 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსის პოზიციაზე 

 

მოთხოვნები:    

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ფარმაცევტულ ანალიზში ან ქიმიაში); 
  • ფარმაცევტული კომპანიის, დამოუკიდებელ ან საუნივესიტეტო ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • ლაბორატორიულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას); 
  • ანალიტიკური აზროვნება  
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებისადმი ყურადღება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

პირობები: 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 52 
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com  გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

განაცხადები მიიღება 2022  წლის  30 სექტემბრამდე 

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF. 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.  

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.  

სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია