გეოდეზისტი
ჭიათურა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
07 სექ - 06 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე, რომლის მიზანია ტოპოგრაფიული და გეოდეზიური რუკების, გეგმების, დიაგრამების, პროფილების და სხვა გრაფიკული მასალების მომზადება. 

სამუშაო ადგილი : ქ. ჭიათურა 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ 

ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • უზრუნველყოფს პროგრამული მონაცემების დამუშავებას საველე გეოდეზიური სამუშაოებისთვის; 
  • უზრუნველყოფს სიმაღლის ნიველირების განსაზღვრასა და დადგენას; 
  • ამზადებს საველე დოკუმენტაციას, როგორც ელექტრონული ისე მატერიალური სახით; 
  • ახორციელებს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებსა და ამზადებს შესაბამისი პროექტებს; 
  • მეთვალყურეობს გეოდეზიურ კონტროლს  სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე; 
  • ასრულებს ტოპოგრაფიული და გეოდეზიური სამუშაოებს; 
  • აღრიცხავს გეოდეზიურ  მასალებს ობიექტების ასაშენებლად, მიწის ნაკვეთების შესაბამისად; 
  • ამუშავებს საწყის გეოდეზიურ და საველე მონაცემებს; 
  • ამზადებს ტოპოგრაფიულ და გეოდეზიურ რუკებს, გეგმებს, დიაგრამებს, პროფილებს და სხვა გრაფიკულ მასალებს. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი (სამთო გეოლოგიური მიმართულებით); 
  • აუცილებელია თანამედროვე გეოდეზიურ აღჭურველობებთან (ტაქეომეტრი, ლაზერული სკანერები, დრონები და ა.შ.) და თანამედროვე GIS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური  ენების ცოდნა (მაღალ ან/და საშუალო დონეზე). 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • გამართულად  წერისა და  ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა 

 

ბენეფიტები: 

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • სატელეფონო ლიმიტი  

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  „გეოდეზისტი", კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ, შესაბამისი გამოცდილების მქონე, კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს! 

 

სამშენებლო, უძრავი ქონება
გეოდეზისტი