მარქშეიდერი
ჭიათურა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
07 სექ - 06 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს ვაკანსიას მარქშეიდერის პოზიციაზე, რომლის მიზანია დამტკიცებული პროექტის საფუძველზე სამთო სამუშაოების სწორად წარმართვა, მიწისქვეშა აზომვების საფუძველზე, მადნის ველებთან  გვირაბებით წვდომის უზრუნველყოფა. 

სამუშაო ადგილი : ქ. ჭიათურა 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ 

ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე 

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 

  • აკონტროლებს საკარიერო უბნის სრულად და კომპლექსურად დამუშავების პროცესს; 
  • უზრუნველყოფს ტექნიკურ და მეთოდურ ხელმძღვანელობას, საწარმოს სამარქშეიდერო მომსახურეობაზე; 
  • იღებს აქტიურ მონაწილეობას სამთო სამუშაოების განვითარების და წლიური და პერსპექტიული პროგრამების შედგენასა და განხილვაში, ახალი სიმძლავრეების, კარიერების და წარმოების რეკონსტრუქციის, მშენებლობის და სხვა პროექტების განხილვაში; 
  • აკონტროლებს სამთო სამუშაოების სწორად წარმართვას, ღია სამუშაოების და კარიერის გახსნას, მომზადებას და მარაგების ამოსაღებად  მზადყოფნის უზრუნველყოფას, დანაკარგების და გაღარიბებული სასარგებლო წიაღისეულის აღრიცხვას; 
  • უზრუნველყოფს სამარქშეიდერო საყდენი და გადასაღები ბადის დროულად შექმნას, შევსებას და განახლებას; 
  • აკონტროლებს კარიერის გამონამუშევრების გაყვანას დამტკიცებული ტექნიკური პასპორტის, პროექტისა და კალენდარული გეგმის შესაბამისად; 
  • უზრუნველყოფს სამთო გამონამუშევრების და ზედაპირული ობიექტების დაცვას სამთო სამუშაოების მავნე ზემოქმედებისგან; 
  • კოორდინირებას უწევს დაზიანებული მიწების რეკულტივაციის პროცესს; 
  • უზრუნველყოფს ყოველთვიური და წლიური ანგარიშების შედგენას და ხელმძღვანელობისთვის წარდგენას; 
  • აწარმოებს ინსტრუმენტალურ დაკვირვებას ქანთა ძვრაზე, ზედაპირის დეფორმაციაზე, შენობა- ნაგებობებზე და სამთო წნევების გამოვლინებაზე; 
  • აკონტროლებს სამთო სამუშაოების წარმოების ზონაში მოსახლეობის დროული გაფრთხილების და აუცილებლობის შემთხვევაში უსაფრთხო ზონაში გადასახლების პროცესს; 
  • აკონტროლებს მაღაროების სამარქშეიდერო დოკუმენტაციას, სამუშაო გეგმებს; 
  • აფორმებს პლანშეტებს კარიერებისა და მაღაროების მიხედვით; 
  • ყოველი თვის ბოლოს ასრულებს კარიერებზე აზომვით სამუშაოებს; 
  • ასრულებს მოთხოვნებს წიაღის დაცვაზე და მარგანეცის მადნის მოპოვებაზე; 
  • აწარმოებს მარაგების მოძრაობის ანგარიშს, სამთო სამუშაოებისა და მარგანეცის კონცენტრატის ნაშთების ყოველთვიურ აზომვას; 
  • აწარმოებს საკარიერო გამონამუშევრების თეოდოლიტურ აგეგმვას და ნიველირებას, მათ კამერალურ დამუშავებას და სამარქშეიდერო გრაფიკული მასალების შევსებას; 
  • ინსტრუმენტების გამოყენებით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის სადამკვირვებლო სამუშაოებში, მათ შორის: სამთო ქანების ძვრაზე, სამთო წნევების გამოვლინებაზე, ზედაპირის დეფორმაციაზე, შენობა-ნაგებობებზე, კარიერებზე საფეხურების მდგომარეობაზე და სხვა; 
  • აჩერებს ან წყვეტს ისეთი ველების დამუშავების პროცესს, რაც საფრთხეს შეუქმნის საბადოს ველში წყლის მოდენის გაზრდას, ასევე მავნე აირების გაჟონვას; 
  • მკაცრად იცავს მარქშეიდერული დოკუმენტაციის ინსტრუქციებს, დამუშავებისა და მათი შენახვის წესებს. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი (სამთო ინჟინერიის მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია თანამედროვე გეოდეზიურ აღჭურველობებთან (ტაქეომეტრი, ლაზერული სკანერები, დრონები და ა.შ.) და თანამედროვე GIS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური  ენების ცოდნა (მაღალ ან/და საშუალო დონეზე); 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • გამართულად  წერისა და  ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა 

 

ბენეფიტები: 

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • სატელეფონო ლიმიტი  

 

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  „მარქშეიდერი", კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ, შესაბამისი გამოცდილების მქონე, კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს! 

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა