ქოლ ცენტრის ოპერატორის
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
07 სექ - 06 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

CaspiGroup არის პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვილობის წამყვანი მომწოდებელი. ჩვენთან არის წარმოდგენილი ფართო სპექტრი სამზარეულოს აღჭურვილობის ბარებისთვის, კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, სწრაფი კვების ობიექტებისთვის და სუპერმარკეტებისთვის. ჩვენი მაღაზიის ასორტიმენტში თითეული კლიენტის შეუძლია აირჩიოს და შეიძინოს მხოლოდ მაღალხარისხიანი და პრაქტიკაში გამოცდილი წამყვანი ბრენდების ტექნიკა.

 

კომპანია CaspiGroup-ი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ქოლ ცენტრის ოპერატორი

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გამართულად მეტყველების და აზრის გადაცემის უნარი, სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
  • MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
  • მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირება;
  • მომხმარებლის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება;
  • რეპორტების მომზადება;
  • შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამისი რეაგირება;
  • პრობლემის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება;
  • ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • სერვის ჯგუფის დღის განრიკის მონიტორინგი.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • მეგობრულობა

 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს , ჩვენთან დაგხვდება:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
  • მეგობრული სამუშაო გარემო;

 

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 - 18:00

შაბათი: 10:00 - 17:00

 

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: nino.p@caspigroup.com 

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:https://caspigroup.ge/ge

 

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი