საკრედიტო ოფიცერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
16 სექ - 05 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

 

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

 

express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  •  საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  •  კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  •  საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  •  პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  •  საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
  •  მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
  •  პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
  •  სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  •  გამართული მეტყველება;
  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  •  ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  •  კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  •  პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  •  სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად), ფიქსირებულ ხელფას + ბონუსი: გაცემული სესხების მიხედვით და პორტფელის სიდიდის მიხედვით.

 

ჩვენ გთავაზობთ :

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.

 

 პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

 

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;

განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.

საბანკო
საკრედიტო მენეჯერი