ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 700
  • ინგლისური,რუსული
06 სექ - 06 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "საჭირომანია" - ჩვენი კომპანია, მე-5 წელია, რაც საქართველოში არსებულ ონლაინ მაღაზიათა რიგებს შეუერთდა.ამ მოკლე ხანში შევძელით თქვენი, ანუ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნდობადა სიყვარული დაგვემსახურებინა. ჩვენ ვცდილობთ საინტერესო, განსხვავებული და საჭირო პროდუქცია მოვიძიოთ და  შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასად… ჩვენთვის პრიორიტეტულია გვქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი ფასები და გვყავდეს მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი… აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გუნდის შერჩევა და დატრენინგება….

 

 საჭირომანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. 
 

სქესი: არ აქვს მნიშვნელობა

დღეში: 8 სამუშაო საათი;
კვირაში : 6 სამუშაო დღე;
შვებულება საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად;
დაწინაურების და ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი.
 

ძირითადი მოვალეობა:

  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია (მიწოდების ადგილისა და დროის შეთანხმება);
  • მომხმარებლების ზარებზე პასუხი;
  • კურიერების შეკვეთების გამზადება (შესაბამის ნივთების შეფუთვა და დასტიკერება);
  • სოციალურ ქსელში მონაწერებზე პასუხი;



მოთხოვნები:

  • ორგანიზირებული
  • დროის მართვის უნარი
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარი
  • თავაზიანობა
  • პოზიტივი
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა



ანაზღაურება: 1 თვე (სტაჟირების პერიოდი) 500 ლარი. შემდეგი თვე 600 ლარი მეოთხე თვიდან 700 ლარი ზრდის პერსპექტივით (სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ხდება ხელფასის ზრდა). 3 თვის შემდგომ ჯამრთელობის დაზღვევა.
ხელფასი ირიცხება სრულად აღნიშნული თანხა, საპენსიო შენატანს, დაზღვევას და სხვა ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია.
ადგილმდებარეობა წერეთლის გამზირი
ვეძებთ კადრს, რომელიც არ იმუშავებს მხოლოდ ხელფასის გამო და ექნება მოტივაცია პიროვნული და კარიერული განვითარების, რაშიც კომპანია შეგიწყობთ ხელს.


ჩვენი FB გვერდი: https://www.facebook.com/needmania/
ჩვენი საიტი: https://www.sm.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე needmania@gmail.com 2022 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი