მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1875 - 3000
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
07 სექ - 05 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995322242499

აუდიტორული კომპანია TMC აცხადებს ვაკანსიას - ,,მთავარი ბუღალტრის“ პოზიციაზე.  

TMC აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას: აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საშემფასებლო, საბაჟო-საბროკერო და IT მიმართულებით. გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ მეგობრულ გუნდთან ერთად, თქვენ გექნებათ განვითარების, ცოდნის გაღრმავების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
  •  პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი
  •  დეკლარაციების მომზადება
  •  საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  •  საგადასახადო ანგარიშგებების სწორი და დროული მომზადება
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება
  •  საბუღალტრო პროგრამა ორისის ცოდნა
  •  ინგლისური ენის ცოდნა თავისუფლად (მათ შორის სასაუბრო დონეზე)

 

აუცილებელი უნარები:

  •  სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი
  •  ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით,10:00-19:00;

გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე

ანაზღაურება: პირველი 2 თვე - 1875 ლარი დარიცხული (გროსი); 

2 თვის შემდეგ - 3000 ლარი დარიცხული (გროსი)

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com  და Subject- ში მიუთითოთ ამ ვაკანსიის დასახელება ,,მთავარი ბუღალტერი “  - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995322242499

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

 

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი