სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
05 სექ - 05 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Citycom არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს რომლებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება  სჭირდებათ. ვეხმარებით ააგროვონ თანხები სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყონ კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო. 

Citycom ელექტრონული საფულის საშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს პირადი და კორპუსის ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში, თანხების შეგროვებასა და კეთილმოწყობაში.  

გაიგე უფრო მეტი აქ >>  https://citycom.ge/    >>https://hello.citycom.ge/ 

პოზიციის/როლის მიზანია, კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანა. 

 

ძალიან კარგი იქნება თუ შენ: 

ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული. გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. გიყვარს მომხმარებელთა მომსახურება და მათ წინაშე მდგარი დაბრკოლებების მოგვარება. არ არსებობს შენთვის გადაულახავი გამოწვევები.  

თუ შენი თავი იცანი - ჩვენ გეძებთ შენ  სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელის პოზიციაზე სამუშაოდ. 

 

რისი კეთება მოგიწევს?! 

  • კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით ემსახურები მომხმარებლებს; 
  • მაღალი სტანდარტის სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით  მომხმარებელს აწვდი ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას; 
  • პასუხობ ოფიციალურ Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებს და მომხმარებელს აწვდი ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას; 
  • სისტემაში ამუშავებ მომხმარებლისგან მიღებულ ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად; 
  • სატელეფონო საუბრისას ავლენ დაბრკოლებებს და იღებ მომსახურების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს;  
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ზარის (Call Back) ის შესაბამისად ახორციელებ გამავალ ზარს და ემსახურები მომხმარებლებს; 
  • აანალიზებს სატელეფონო კომუნიკაციისას გამოვლენილი ხარვეზებს, სისტემაში ასახავ მოწოდებულ ინფორმაციას; 
  • აგვარებ მომსახურების პროცესში წამოჭრილ პრობლემებს და მუდმივად ზრუნავ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე; 
  • მუდმივად ზრუნავ ინდივიდუალური KPI მონაცემების გაუმჯობესებაზე;  
  • მუდმივად ზრუნავ საკუთარი და გუნდის მაჩვენებლების (SL) გაუმჯობესებაზე; 

 

მთავარია გქონდეს:  

  • კონტაქტ ცენტრში მუშაობის გამოცდილება   
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის გამოცდილება  
  • პრობლემების მოგვარების გამოცდილება 
  • ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება  
  • ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება 

 

სამუშაო დრო: 11:00-დან 20:00-მდე  

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღურება 900 ლარი + შეფასების და საბონუსე სისტემა. 

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge  

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს >>> „სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელი“ დასახელება.  

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.  

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?  

მაშ გამოგზავნე შენი CV!  

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს. 

 

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი