ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
06 სექ - 05 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge

 

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  •  სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
  •  არა სიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის გაზიარება და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
  •  ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
  •  შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;

 

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:

  •  გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  ყურადღება დეტალების მიმართ;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  მომხმარებელზე ორიენტირებული;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  შეფერხებების მართვის უნარი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
  •  კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);

 

სამუშაო პირობები:

  •  მოქნილი სამუშაო გარემო: (თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ იმუშაოს ოფისიდან, (ქ. თბილისი) ნაწილობრივ მისთვის სასურველი ადგილიდან);
  • მცოცავი სამუშაო ცვლა: სამუშაო ცვლა მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლას;
  •  ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
  •  ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
  •  სწავლების დაფინანსება: პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;

 

 

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა. გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge. და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ოქტომბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი