რეგიონალური პრისელერი
თბილისი, გორი, ზუგდიდი, კასპი, ოზურგეთი, რუსთავი, სამტრედია, ქარელი, ქუთაისი, ჩოხატაური, ხაშური, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
16 სექ - 05 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.  

კომპანია "MS GROUP" ეძებს თანამშრომელს რეგიონალური პრისელერის პოზიციაზე. 

 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 09:00 – 18:00 სთ 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

სამუშაო ადგილი: სამეგრელო, იმერეთი, გურია, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი. 

ვაკანტური პოზიციის რაოდენობაა - 1, თითოეულ რეგიონში 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ვიზიტი ობიექტებთან განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება ელექტრონულად; 
  • არსებულ და პოტენციურ ობიექტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;  
  • ახალი ობიექტების  მოძიება;  
  • პროდუქციის მახასიათებლების პრეზენტაცია და შეთავაზება,  
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;  
  • ობიექტების  მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი. 

 

საჭირო უნარ-ჩვევები: 

  • პუნქტუალურობა;  
  • გუნდური მუშაობა;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • მოლაპარაკებების წარმოება;  
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;  
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;  
  • ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;  
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;  

 

  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);  
  • საკუთარი ავტომობილი;  
  • სამუშაო გამოცდილება;   

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ms-group.ge 

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა. 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
პრისელერი