გაყიდვების აგენტი
თბილისი
ჯი-ემ-თი გასტრონომია
  • სრული განაკვეთი
02 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 319 300

„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. „ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის „ფუნიკულიორის“ კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 319 300

საკონტაქტო მეილი: hr@gmtgroup.ge

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საერთო სტრატეგიიდან გამომდინარე, კომერციული მიმართულების მიზნების, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კომპანიის პროდუქტების, სერვისების, სიახლეების შეთავაზება;
  • B2B თანამშრომლობა;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება სასურველია მსგავს სფეროში;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ „გაყიდვების აგენტი”

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი