გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
03 სექ - 03 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს "აითი თექ " 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს. ამჟამად „აითი თექ" წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, სადაც ნებისმიერი პროდუქტის შეძენა მისაღებ ფასად არის შესაძლებელი. კომპანიის მთავარი მიზანი - განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და პარტნიორებთან გრძელვადიანი  თანამშრომლობაა.

 

შ.პ.ს "აითი თექ " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი პოზიციაზე ქ. თბილისში.
 
 
 
ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის ანალიზი, გაყიდვების გეგმის შემუშავება და სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება, კომპანიის ინტერესების დაცვით;
  • კლიენტების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებებისა და დოკუმენტაციის გაფორმების პროცესის მართვა;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების გუნდის კოორდინირება და საქმის გადანაწილება;
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების მენტორინგი;
  • თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიწოდება;
  • გაყიდვების სტიმულირების კუთხით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების  ჯგუფის ხელმძღვანელი“. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/ კომპიუტერული კომპანია „აითი თექი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი