საწყობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
02 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი
  • საწყობში საინვენტარო ნივთების მიღება, გაშვება და შენახვა
  • საწყობის ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება
  • საწყობში ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება
  • საქონლის უსაფრთხოდ შენახვისა და ვადის მონიტრონგის უზრუნველყოფა
  • ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშოაბის 2-3 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ცენტრალური საწყობი
  • ანაზღაურება შეთანხმებით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი