მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • ინგლისური
06 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

რესტორანი ოდაბადე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება; 
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა; 
  • სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით; 
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა; 

 

 
ძირითადი მოთხოვნები: 

  • გამოცდილება შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად 
  • სასურველია ინგლისური  ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე 
  • უპირატესობად ჩაითვლება მეგრულის ცოდნა 

 

 
პიროვნული თვისებები: 

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  •  სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა 
  •  მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა 
  •  პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა 
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა 
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი 
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი 

  

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება, შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან; 

ანაზღაურება: 800 ლარი + ,,ჩაი''  

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: episode.abzianidze@gmail.com  წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (,,მიმტანი''), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. 

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი