ქსელის განვითარების სამსახურის კორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
02 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

 

სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის კორდინატორის პოზიციაზე

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კომერციული ფართების აღებასთან დაკავაშირებული დოკუმენტაციის დამუშავება დაკონტრაქტების სრული ციკლის ადმინისტრირება
  • კომერციული ფართების დაკონტრაქტების სრული ციკლის ადმინისტრირება.
  • საჭიროებისამებრ უძრავი ქონების სააგენტოებთან, კომპანიაებთან და სხვა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.
  • უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, რეგიონების, ქალაქების, სოფლების და უბნების მიხედვით, გასაქირავებელი ფართების ბაზის შექმნა, ახალი იდეებისა და სტრატეგიების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • განყოფილების ხელმძღვანელის მხარდაჭერა საქმიანობის  ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მისი ძირითადი მოვალეობებისგან.

 

უნარები :

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების  ან/და არქიტექტურის მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური  ენის თავისუფლად ფლობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი