გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
02 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი“ აცხადებს ვაკასიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

კომპანია „ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი“  ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან და მის რეალიზაციას.

სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, ასი ათასი მოწამის ქ. 31.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მყიდველებისათვის პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, როგორც ტელეფონით, ასევე, უშუალოდ ოფისში;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება; დამზადების კოორდინაცია; თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება.აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება;
  • მარკეტინგული საქმიანობის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
  • სოციალური ქსელის მონიტორინგი.
  • სხვა ადგილობრივი საქმე ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მათემატიკური უნარ - ჩვევები
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები
  • უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი
  • აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე. 
  • აღნიშნულ სფეროში 2 წლიანი გამოცდილება

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი  10:00-დან 18:00-მდე. შაბათი: 10:00-დან 16:30-მდე.
 
გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 15 დღიან ანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას, ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება. 
ანაზღაურება თვეში 1500 ლარი + ბონუსები (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე: info@phoenixpm.ge და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის  სახელწოდება.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები