ფარმაცევტი
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • 600 - 700+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
01 სექ - 01 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)

ანაზღაურება: 600-700 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

 

ძირითადი ფუნქციები:

  •  მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
  •  მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  •  საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
  •  პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
  •  სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  •  კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  •  კომუნიკაბელური;
  •  ენერგიული, ორგანიზებული;
  •  ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •  პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  •  კორპორატიულ დაზღვევას.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ქვემოთ მითითებულ ლინკზე https://docs.google.com/forms/d/1NSDffd7jrUS3Pma7pBn65UaIJMsCYdc6cqhS7zndO-g/edit

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

სამედიცინო
ფარმაცია