საველე მომსახურების ტექნიკოსი/ელექტრო-ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
01 სექ - 01 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ფარმაცევტული სახლი“, 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში და ახორციელებს საბითუმო და საცალო რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

2022 წელს „ფარმაცევტული სახლი“ გადხა ამერიკული, მულტინაციონალური სამედიცინო ტექნოლოგიური კომპანიის „ბექტონ დიკინსონის“ (BD) ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.

„ფარმაცევტული სახლი“ არის BD Rowa -ს საწყობის მართვის რობოტების და სხვა სამედიცინო ტექნოლოგიური მოწყობილობების დისტრიბუტორი და სერვისის მომწოდებელი საქართველოში.

საწყობის მართვის რობოტები არის საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი და ჯერ არცერთ სააფთიაქო ქსელში არ გვხვდება.

2022 წელს დაგეგმილია წამყვან სააფთიაქო ქსელებში აღნიშნული პროდუქტის ინსტალაცია.

 

„ფარმაცევტული სახლი“ აცხადებს ვაკანსიას საველე მომსახურების ტექნიკოსის (ელექტრო-ინჟინერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 49ბ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00;

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა

საველე სამსახურის ტექნიკოსი უზრუნველყოფს ადგილზე რეაქტიულ მომსახურებას მედიკამენტების ავტომატურად გამცემი რობოტი-კონტეინერებისთვის, რომლებიც განთავსდება თბილისში მდებარე აფთიაქებში.

ტექნიკოსი მოემსახურება ძირითადად რობოტის აპარატურულ და პროგრამულ კომპონენტებს, მიიღებს მონაწილეობას ამ სისტემების ინსტალაციასა და განახლებაში. ასევე, რეგულარულად განახორციელებს პრევენციული ხასიათის ვიზიტებს.

ტექნიკოსი მონაწილეობას მიიღებს ინსტალაციისა და ტესტირების პროცესში; აწარმოებს პრობლემების დოკუმენტირებას.

 

ძირითადი ფუნქციები:

  •  დამკვეთთან, ადგილზე, ახალი სისტემის გაშვება;
  •  რობოტების პრევენციული მოვლა, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  •  საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ინციდენტის დროს, ადგილზე ვიზიტი და პრობლემის აღმოფხვრა;
  •  პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, მათი დახმარებით/ჩართულობით პრობლემების აღმოფხვრა;
  •  გაწეული მომსახურების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
  •  სათადარიგო ნაწილების პერიოდული აღწერა და მონიტორინგი;
  •  სათადარიგო ნაწილების შესყიდვების დაგეგმვა და პროცედურის მიხედვით მოთხოვნა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტრო ინჟინერიის, მექანიკის ან მსგავს სფეროებში სავალდებულოა
  •  მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საველე ტექნიკოსად/ინჟინერად ან/და მსგავს პოზიციაზე;
  •  ინგლისური ენის B1-B2 დონეზე ცოდნა (საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის მიღებისა და საერთაშორისო გუნდის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მიზნით);
  •  თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი მაღალი ინტერესი (რობოტები და მსგავსი ავტომატური მოწყობილობები); სიახლეებისადმი და განვითარებისადმი სწრაფვა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობია;
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  დინამიურ, სიახლეებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობას;
  •  საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
  •  საქართველოში უახლეს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებას;
  •  სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •  პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანიის შესაბამისი პოზიცია.

ინჟინერია
ელექტროინჟინერია