ERP Project Manager/ანაზღაურებადი სტაჟირება
თბილისი
  • სტაჟირება
  • 400 - 400
01 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

,,ენ ჯი თი ჯგუფი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პირობით დოქტრას პროგრამის მიმართულებით, ERP Project Manager პოზიციაზე. "ენ ჯი თი ჯგუფი" არის 10 წლიანი გამოცდილების მქონე, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე  დინამიურად განვითარებადი აიტი ინტეგრატორი კომპანია. კომპანია საქართველოში  წარმოადგენს 30 მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც თავიანთ სფეროში არიან  ლიდერები. კომპანიის ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულება არის სამედიცინო პლატფორმა "Doctra", რომელიც საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის გაერთიანებით  შეიქმნა. ის ერთადერთი კლინიკის მართვის პროგრამაა, რომელიც მუშაობს ERP პრინციპით.  "Doctra" წარმატებით არის დანერგილი ქვეყნის მრავალ წამყვან კლინიკაში და უმაღლეს  შეფასებას იმსახურებს.

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00) სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №40

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქტების შესწავლა
  • ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი
  • პროექტის დანერგვაში მონაწილეობის მიღება
  • დამკვეთი ორგანიზაციების პროცესების შესწავლა და ანალიტიკის გაკეთება
  • დანერგვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტა
  • პროგრამული პროდუქტის ცალკეული მოდულების დანერგვა
  • რეპორტინგის მომზადება

 

თუ თქვენ: 

  • გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ფლობთ MS Office-ს (უპირატესობა მიენიჭება MS Exel-ის მაღალ დონეზე ცოდნას)
  • ხართ კომუნიკაბელური
  • მეგობრობთ ტექნოლოგიებთან
  • შეგიძლიათ სწორი შეკითხვების დასმა
  • გაქვთ სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ადვილად ადაპტირდებით უცხო გარემოსთან
  • გაქვთ სურვილი იმუშაო კონკურენტულ, გამოწვევებით სავსე გარემოში

 

ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 400 ლარი ხელზე ასაღები

მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართებზე: tamar.ioseliani@doctra.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დედლაინი 30 სექტემბერი

 

კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში:

  • გექნება თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • იმუშავებ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად
  • შეგეძლება იმუშაო კომფორტულ გარემოში

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ERP ინტეგრაცია