ელექტრიკოსი სოფ.ხუცუბანში
ქობულეთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
01 სექ - 01 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.

შპს „ ლეგი“ აცხადებს შერჩევას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  საწარმოს ელექტრო ენერგიით მომარაგების და რეგულირების უზრუნველყოფა
  •  ელექტრო გამანაწილებელი კარადების შემოწმება/მომსახურება;
  •  საწარმოო დანადგარების ელექტრო კვანძების შემოწმება/მომსახურება;
  •  საწარმოში და მის ტერიტორიაზე არსებული განათების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  •  ელექტრო სისტემების დაყენება და შეკეთება;
  •  ელექტრო მოწყობილობების ეფექტური ფუნქციონირების და დროული შეკეთების უზრუნველყოფა;
  •  საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  •  ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  •  დაზიანებების და ავარიების ანალიზი და აღმოფხვრა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი, ან პროფესიული განათლება, ელექტროობის მიმართულებით;
  •  აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
  •  უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების
  •  სერთიფიკატი.

 

სამუშაო ადგილი: ქობულეთი, სოფ: ხუცუბანი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)