მთავარი პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
12 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

დედლაინი: 2022 წლის  1 ოქტომბერს


ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დასურლების პროცესის წარმართვა;
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტირება;
  • კონკრეტული პროექტისთვის კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება ;
  • გუნდის მართვა , პროექტის ბიუჯეტის , სამუშაოს მოცულობის და სამუშოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტის,  სატენდერო და შესყიდვების პროცედურების მართვა;
  • დამპროექტებლების ( არქიტექტორების , კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
  • პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში  კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
  • პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მშენებლობის ინჟინერთან ერთად დეტალების განხილვა , დასაბუთება;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
  • პროექტების ფარგლებში მიმდინარე რაპორტის მომზადება;
  •  სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან;
  • ფორმა 2 წარმოება;
  • შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
  • პროექტის მიღება -ჩაბარების პროცესის მართვა;
  • ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია პროექტის მენეჯერთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ; (ბაკალავრის დიპლომი ან სერთიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო ,სამშენებლო , პროექტის მართვის;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მართვის სფეროში;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;



პიროვნული თვისებები:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვისთვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • უცხო ენები;


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით)  შემდეგ ელ. მისამართზე:  k.tabutsadze@vitruvius.ge   და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "მთავარი პროექტების მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა