პირველადი ჩართვის სამსახურის ზეინკლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
01 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჩართვის სამსახურის ზეინკლის თანამდებობაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა, მასალების რაციონალურად ხარჯვა;
  • სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება;
  •  სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
  • გაზმომარაგების ობიექტების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების სამუშაოებში მონაწილეობა
  • საჭიროების შემთხვევაში ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;

 

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
  • მართვის მოწმობის ასლი;

 

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ჩვენ  გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო რეჟიმი:  09:00 -18:00 სთ;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა;

ანაზღაურება შეთანხმებით;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge  და ელ. ფოსტის "subject" ველში  აუცილებლად მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება;

რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2022 წლის 30 სექტემბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში  - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/   ან ჩვენი ვებ-გვერდით -  https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ზეინკალი