სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
01 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რუსული/ინგლისური ენის ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამსახურში შემოსული წერილებისა და დავალებების გადანაწილება სამსახურის თანამშრომლებზე, დროული და ჯეროვანი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარმოების და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მფლობებლოაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესის გაზის მეურნეობაში არსებული სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

 

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის, სტრესულ გარემოში მუშაობის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარები, თანამშრომლებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი.

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • Microsoft Word;
  • Microsoft Excel;
  • Mail;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

 

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ჩვენ  გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო რეჟიმი:  09:00 -18:00 სთ;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა;

ანაზღაურება შეთანხმებით;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge  და ელ. ფოსტის "subject" ველში  აუცილებლად მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება;

რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2022 წლის 30 სექტემბერი;

 

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში  - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/   ან ჩვენი ვებ-გვერდით -  https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი
მსგავსი განცხადებები
ამბროლაური, ბათუმი, ბოლნისი, გარდაბანი, ვანი, ლენტეხი, მარნეული, მესტია, ონი, საგარეჯო, სამტრედია, ქობულეთი, ქუთაისი, ცაგერი, ხულო