ციფრული მარკეტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
11 სექ - 30 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე. 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელდება;
  • კომპანიის  ვებ-გვერდის SEO ოპტიმიზაცია
  • კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის საიტებისა და სოციალური მედიის (Facebook, Youtube, LinkedIn, instagram მართვა): ანალიტიკა, კონტენტის შერჩევა და განთავსება, რეკლამის მართვა;
  • კომპანიის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი, შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური ქსელებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი; მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირება და მონიტორინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტერის პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • SEO ოპტიმიზაციის უნარები და გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიული აზროვნებისა და ანალიტიკის უნარი
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • კომუნიკაბელურობა, მომხარებელთან სწორად კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „ციფრული მარკეტერი“

 

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი