გრუმერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
31 აგვ - 30 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას გრუმერის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ბენეფიტი: დაზღვევის პაკეტი

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ძაღლების დაბანა;
  •  კატების დაბანა;
  •  გამოვარცხნა;
  •  ყველა საჭირო ჰიგიენური პროცედურა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მთავარი მოთხოვნა - ცხოველების სიყვარული.

 

პიროვნული თვისებები:

  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  სწორი კომუნიკაციის უნარი;
  •  დროის მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

სოფლის მეურნეობა
ვეტერინარია
მსგავსი განცხადებები