მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • მართვის მოწმობაA,B,C
31 აგვ - 30 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 
 
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.  
 

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში. 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.  

სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად. 
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი). 
  • ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა. 
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა 

 

კანდიდატის პროფილი: 

  • განათლება - საშუალო 
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია აუცილებელი, C კატეგორია სასურველი  
  • ა/მანქანის მართვის გამოცდილება 
  • გამართული კომუნიკაციის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 

 

რას გთავაზობთ?  

  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა 
  • კონკურენტული ანაზღაურება - 800 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი  
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი  
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი) 

  

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი