კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
30 აგვ - 29 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა  საქართველოში, რომელიც
მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას  სთავაზობს
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...


ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის  პოზიციაზე.

 

სამუშო ადგილი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსი 700 ლარი + ბონუსი

 

მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა   ბრენდის პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • საწყობიდან  დარბაზში  პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული  სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა
  • ორგანიზებულობა
  • აკურატულობა


თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge . გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „კონსულტანტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი