ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
29 აგვ - 28 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია,, ბარაქა,, რომელიც ოპერირებს საქართველოში აგრო ბიზნესში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას ,ოფისის მენეჯერი,, -ს  პოზიციაზე. 
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში. 

გვიხილეთ: 
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia  

Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A 

ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მერაბ ალექსიძის ქ.13. 

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო გრაფიკი: 10.00- 18.00  

ანაზღაურება: 650 ლარი. NET 
 

ძირითადი მოვალეობები: 

  •  ოფისში შემოსული სტუმრების თავაზიანი დახვედრა და გადამისამართება შესაბამის პირთან; 
  •  სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან; 
  •  კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა; 
  •  საფოსტო გზავნილების მიღება-ჩაბარება; 
  •  ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. 
  •  თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის , კორპორატიული მობ.ბარათების და საწვავის ბარათების  ბაზების მართვა 
  •  საკანცელარიო  საქონელის  და ოფისისთვის ყველა საჭირო  პროდუქციის  ონლაინ შესყიდვის უზრუნველყოფა. 
  •  ოფისის დამლაგებელის ზედამხედველობა; 
  • და სხვა დავალებების შერულება კომპეტენციის შარგლებში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება; 
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  •  ინგლისური  და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზ; 
  •  ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  •  კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა  აუცილებელია. 

 

პიროვნული თვისებები: 

  •  ენერგიული და კომუნიკაბელური; 
  •  პუნქტუალური და მოწესრიგებული; 
  •  დეტალებზე ორიენტირებული; 
  •  დისციპლინირებული; 
  •  პასუხისმგებლიანი. 

 
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  ფოტო სურათით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:. hr@baraka.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი