დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • მართვის მოწმობაB
13 სექ - 28 სექ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ.

კომპანია  აცხადებს ვაკანსიას  დისტრიბუტორის(დასტავკა)  პოზიციაზე თბილისში.

 

 ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
  • ანაზღაურებად შვებულებას

 

მოთხოვნები:

  • სასურველია (მაგრამ არა  სავალდებულო) უმაღლესი განათლება;

 

სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;

  • დახასიათება წინა სამსახურიდან;
  • ცნობა ნასამართლეობაზე;
  • ცნობა ნარკოლოგიურიდან  ;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
  • კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას, ამისთვის თანამშრომელს მოეთხოვება: 
  • აუცილებელი პირობა: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა

 

(კომპანიის წინაშე თქვენი ვალდებულებების (არაკეთილსინდისიერი ქმედებით კომპანიისათვის მიყენებული ზიანის) უზრუნველსაყოფად, აუცილებელია იპოთეკით დაიტვირთოს თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მინიმუმ 20 000 ლარის ღირებულებით, რომლის ამონაწერში ფიქსირდება რომ ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა), ასევე შესაძლებელია მის ნაცვლად მოხდეს უზრუნველყოფა დაზღვეული ავტომობილის მეშვეობით, რომლის ღირებულება მინიმუმ 15 000 ლარს უნდა შეადგენდეს.
(თუ  თქვენს სახელზე არ ფიქსირდება ზემოთ ხსენებული საკუთრება, მისაღებია იპოთეკის გაფორმება სხვის (ნათესავის, ახლობლის) საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე)
ზემოთ ხსენებული გარიგება იდება საქ.კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის სრული დაცვით და აღინიშნება ხელშეკრულებაში, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპანიის ისე თანამშრომლის მხრიდან ნაკისრი მოვალეობების განუხრელ, გულმოდგინე და კეთილსინდისიერ შესრულებას.
იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი შეთანხმებული წესის დაცვით შეწყვეტს შრომით ხელშეკრულებას და ამ დროისათვის მას კომპანიის წინაშე ვალდებულება არ აღერიცხება, კომპანია ორი თვის შემდგომ უზრუნველყოფს დატვირთული ქონებისათვის იპოთეკის მოხსნას საჯარო რეესტრში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
  • უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
  • ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
  • სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტიდან ამოღებული თანხა შეიტანოს სალაროში;
  • უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
  • ანაზღაურება -  ფიქსირებულ ანაღაურებას დამატებული გადატვირთვებთან მიბმული ბონუსი   
  • დისტრიბუტორის ანაზღაურება: 1200 ლარიდან ზევით                      

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის  ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება1 საათი 13:00ზე),  დასვენების დღე შაბათი-კვირა.
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: r.mamaladze@orientltd.ge 
 

გაყიდვები
დისტრიბუცია