სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 02 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@telex.ge
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

კომპანია “ტელექსი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია „ტელექსი“   2013  წლიდან ფუნქციონირებს  სატელეფონო მარკეტინგისა და საგამომცემლო სფეროში.  ჩვენი მისიაა  ქართული და უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაცია.

ტელექსის კორპორაციული ფასეულობებია: გუნდურობა, ლიტერატურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენს  ყველა თანამშრომელს ღრმად სწამს, რომ ქვეყნის მომავალი შეძენილი და გაზიარებული ცოდნით იქმნება.
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი,  ზ.ფალიაშვილის #86
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 6 საათის განმავლობაში, 10:00-დან 16:00-მდე და 16:00-დან 22:00-მდე (ცვლიანობის პრინციპით)
 
 
ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა / გადამისამართება;
  • გამავალი  ზარების განხორციელება;
  • კომპანიის მომსაუხრების გაცნობა, შეთავაზება;
  • ახალი ქართული და უცხოური გამოცემების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა ;
  • ზოგადი კონსულტაციების გაწევა კომპანიის მომსახურებისა და პირობების შესახებ;

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი სტუდენტი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება და მართლწერა ქართულ ენაზე, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office );

  
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
  • თავდაჯერებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ 
ელექტრონულ მისამართზე: vacancy@telex.ge
 
 გთხოვთ, თემის ველში ( „Subject line” ) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სატელეფონო ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
კომპანია ტელექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Call Center Operator

Cream Finance Georgia


10 ივლ - 21 ივლ

Deutschsprachige Team Leiter

WeCall Services


13 ივლ - 27 ივლ

Marketing Call Center Operator

BAIKAL


02 ივლ - 31 ივლ

Русскоязычного Оператора

ABC Etcetera


16 ივლ - 14 აგვ

გადახდის აპარატების სატელეფონო სერვისის ოპერატორი

საქართველოს ბანკი


06 ივლ - 19 ივლ

გერმანულენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

ჯორჯიან სერვის გრუპი 2007


13 ივლ - 11 აგვ

დაცვის თანამშრომელი/ოპერატორი

დაცვის სამსახური შერიფი


03 ივლ - 01 აგვ