ფრონტ ოფისის თანამშრომელი საირმეში
ბაღდათი, სხვა
  • სრული განაკვეთი
11 აგვ - 05 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის  შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის  განთავსებაა შესაძლებელი.

კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა,  თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.

 

კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის თანამშრომელის პოზიციაზე:

 

კონტაქტები :

      შიდა კონტაქტები :

  • იღებს ინფორმაციას. კომპანიის ფუნქიონირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელის, ან თანამშრომელისაგან.
  • გასცემს ინფორმაციას. გენერალურ დირექტორს და HOD-ს თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.

 

    გარე კონტაქტები :

  • იღებს ინფორმაციას. თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.
  • გასცემს ინფორმაციას. თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

  •  სასტუმროს რეცეფშენისტმა უნდა უზრუნველყოს სასტუმროს ყველა სტუმრისათვის მეგობრული, კეთილგანწყობილი და ეფექტური მომსახურების გაწევა, სასტუმროს ხედვისა და მომხმარებლის კმაყოფილების ღირებულებებიდან გამომდინარე. რეცეფშენის თანმშრომლების ძირითადი მოვალეობაა ზრდილობიანიანად უპასუხოს სტუმრის მოთხოვნას , მონაწილეობა მიიღოს რეცეფშენის ზოგად ფუნქციონირებაში და დაეხმაროს გენერალურ მენეჯერს უზრუნველყოს ოთახების დაჯავშნის გამართული სერვისი.
  • ილაპარაკოს გასაგებად , მკაფიოდ მეგობრული და ზრდილობიანი ტონით. ყურადღებით მოუსმინოს აბონენტს რათა მიიღოს სრული ინფორმაცია. უპასუხოს შემოსულ ზარებს, გადასცეს სტუმრებს  ან შესაბამის დეპარტამენტებს და თანამშრომლებს  .
  • მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია სტუმრებს და უპასუხოს მოთხოვნებს სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ . შეასრულოს ინფორმაციის გადაცემის ფუნქცია სასტუმროს სტუმრებისათვის და თანამშრომლებისათვის. უზრუნველყოს სტუმრის გაღვიძების სერვისის აღსრულება .

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეასრულოს ფრონტ ოფისის მოვალეობები, შეხვედრის ,მისალმების და სტუმრის საჭიროებების დაკმაყოფილების ჩათვლით.უზრუნველყოს მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის მომსახურება
  • ყველა სტუმართან ჩამოაყალიბოს კარგი დამოკიდებულება და მოახდინოს სწრაფი რეაგირება სტუმრის ყველა შენიშვნაზე, იმისათვის რომ უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.
  • უზრუნველყოს სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება, იმისათვის რომ კომფორტული და სასიამოვნო გახადოს მისი ყოფნა სასტუმროში
  •  უზრუნველყოს სტუმრის შენიშვნების მოგვარება ზრდილობიანად და ეფეტურად უმოკლეს ვადებში .
  • უზრუნველყოს აკურატული და ეფექტური გადახდის და რეგისტრაციის პროცესი.
  • უზრუნველყოს სისუფთავე მის სამუშაო ადგილას
  • შეასრულოს ზოგადი საოფისე მოვალეობები, მიმოწერის , იმეილების, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის  ჩათვლით, რათა უზრუნველყოს რეცეფშენის სწორი ფუნქციონირება .
  • ეფექტურად მართოს რეზერვაციის ყველა წყაროები და უზრუნველყოს, რომ ყველა ჯავშანი სწორად იქნეს აღრიცხული.
  • უზრუნველყოს ჯავშნებისა და გაუქმებების სწორი აღრიცხვა
  • ინფორმირებული იყოს განახლებული ფასებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ, რათა სტუმარს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.
  • მიაწოდოს   ინფორმაცია შესაბამის  დეპარტამენტებს სისუფთავის, ტექნიკური პრობლემების შესახებ .
  • განკარგოს ზოგადი ფულადი სისტემები და იმოქმედოს აკურატულად.
  • დაესწროს ყველა ტრეინინგს .
  • გაეცნოს სახანძრო უსაფრთხოების  პროცედურებს და მონაწილეობა მიიღოს ევაკუაციის პროცესში ხანძრის შემთხვევაში.
  • შეასრულოს ყველა დამატებითი მოვალეობები (ბარი და რესტორანი) საჭიროებიდან გამომდინარე.

 

სხვა მოვალეობები:

  • ასრულებს სხვა მოვალეობებს საჭიროებიდან გამომდინარე.

 

ზოგადი მოვალეობები :

  • როგორც სასტუმროს თანამშრომელს, მიმღები ოფისის თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სასტუმროში არსებულ წესებს, ისე როგორც ეს აღწერილია შინაგანაწესში.
  • თითოებული თანამშრომელი პასუხს აგებს მათთვის გადაცემულ სასტუმროს საკუთრების დაცვასა და უსაფრთხოებაზე
  • თითოეულ თანამშრომელს უნდა ახსოვდეს, რომ იგი არის სასტუმროს წარმომადგენელი სამსახურშიც და თავისუფალ დროსაც

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ფრონტ ოფისის თანამშრომლად მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;;

 

პროფესიული უნარები:

  • დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • ეფექტური დელეგირების უნარი;


პიროვნული უნარ/ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული, კრეატიული;
  • გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • პუნქტუალური, სწრაფი;
  • მოქნილობა, მოხერხებულობა;

 

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

 

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

.პ.ს. „კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)