სტიუარდი საირმეში
ბაღდათი, სხვა
  • სრული განაკვეთი
11 აგვ - 05 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის  შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის  განთავსებაა შესაძლებელი.

 

კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა,  თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.

 

კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე:

 

კვებისა და სასმელების დეპარტამენტის თანაშრომლის მოვალეობაა სამუშაო პროცესში სისუფთავის შენარჩუნება; პასუხისმგებელია ჭურჭლის სარეცხი საშუალებების, მოწყობილობების, დანაჩანგლის, სამზარეულოს სხვა აღჭურვილობის სისუფთავეზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაიცვას სამზარეულოს სისუფთავე;
  • ორგანიზებულად მოახდინოს ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა აღჭურვილობის სისუფთავე;
  • შეაგროვოს ნარჩენები და დაცალოს სანაგვე ურნა;
  • სამზარეულოს იატაკისა და კედლების სისუფთავეზე ზრუნვა;
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა;

 

ზოგადი მოვალეობები:

  • როგორც სასტუმროს თანამშრომელს, ჭურჭლის მრეცხავი ვალდებულია დაემორჩილოს სასტუმროში არსებულ წესებს, ისე როგორც ეს აღწერილია შინაგანაწესში.
  • თითოებული თანამშრომელი პასუხს აგებს მათთვის გადაცემულ სასტუმროს საკუთრების დაცვასა და უსაფრთხოებაზე
  • თითოეულ თანამშრომელს უნდა ახსოვდეს, რომ იგი არის სასტუმროს წარმომადგენელი სამსახურშიც და თავისუფალ დროსაც.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის  გამოცდილება;
  •  სასურველია სასტუმროს სფეროში ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პროფესიული უნარები:

  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;


პიროვნული უნარ/ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალური, სწრაფი;
  • მოქნილობა, მოხერხებულობა;
     

 

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშავოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

 

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge   

„კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ჭურჭლის მრეცხავი