მხარდამჭერი მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
დღეს - 05 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო ხარისხის განათლება, რომელიც მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს.

 

ბრიტანულ-ქათული აკადემია აცხადებს ვაკანსია მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)

სამუშაო განაკვეთი: სრული

გრაფიკი: 08:30-18:00 საათი

ძირითადი მიზანი: მხარდამჭერი-მასწავლებლის თანამდებობის ძირითადი მიზანია მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში;
  • მუდმივი კომუნიკაციისაა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის კოორდინატორთან;
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
  • მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება;
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • მხარდამჭერ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
  • კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობის უნარი.

 

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge, არაუგვიანეს 2022 წლის 20 აგვისტოსა , სათაურში გთხოვთ მიუთითოთ “მხარდამჭერი მასწავლებელი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.

 

მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი