სისტემური ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
05 აგვ - 20 აგვ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

„კრედო  ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას  სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:   თბილისი, თაბუკაშვილის 27  

 

„კრედო  ბანკი“ 25 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 81 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი 

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.  

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს; 
  • კორპორატიულ ღონისძიებებს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 

 

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.  

პოზიციის მიზანი:  

სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახი ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე. 

 

სამუშაო აღწერილობა: 

  • კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება; 
  • ვირტუალური (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) სერვერების ინფრასტრუქტურის აგება, ადმინისტრირება და მართვა; 
  • მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა; 
  • HPE 3PAR, HPE MSA, DELL EMC SC5000-3000 Series, NAS Storages; 
  • მონაცემთა სარეზერვო კოპირების სისტემის გამართვა, ადმინისტრირება და მართვა: 
  • HPE StoreOnce, Dell EMC Data Domai; 
  • სარეზერვო ასლების კოპირების და შენახვის სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, ადმინისტრირება, განახლება და მართვა - (Veeam Backup & Replication); 
  • ბანკისთვის კრიტიკული ვირტუალური მანქანების სარეზერვო ასლების შექმნა, მიგრაცია, კონფიგურაცია; 
  • სერვერების, სერვისებისა და სხვა კრიტიკული კომპონენტების მონიტორინგის სისტემების გამართვა, ადმინისტრირება და მართვა; 
  • სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება ბანკის მოთხოვნილებების შესაბამისად; 
  • ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მომსახურება: ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება, მომხმარებლების წვდომების დამატება და შეცვლა; 
  • IIS servers/IIS hosting (არსებობის შემთხვევაში) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა; 
  • სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება; 
  • შესასყიდი სერვერული ტექნიკის (მყარი დისკები, სერვერები, მონაცემთა სანახი სისტემები) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement)  მხარდაჭერის გაწევა; 
  • მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ვალდებულებების განუხრელი დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღავანელობის ინფორმირება; 
  • ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა; 
  • სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში); 
  • Change Management-ის გათვალისწინება და ცვლილებების შესახებ ინფორმირება; 
  • ყოველთვიური აქტივობების ანგარიშების წარმოება; 
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; 

 

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები: 

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით. 

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; 
  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე; 
  • ITIL სტანდარტების ცოდნა; 
  • ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში; 
  • Backup Software(Veeam Backup & Replication, Backup Exec), Symantec Endpoint Protection antivirus, Active Directory , Windows Server 2016,2019,  Microsoft virtualization (Hyper-v) (სასურველია), VMware Infrastructure (Vmware ESXi), Fileserver,  მონაცემთა სანახების ადმინისტრირება და მართვის MS Exchange Server 2013/2016 ადმინისტრირების ცოდნა, Linux Installation and Administration ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე; 
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი; 
  • გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე; 
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა; 
  • პასუხისმგებლობისა მაღალი გრძნობა; 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმა 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19 აგვისტო 2022 წელი 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

#გახდიკრედოელი 

 

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემური ადმინისტრატორი