შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
05 აგვ - 04 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. 

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge   

 

სს „ნიკორას” შვილობილი კომპანია შპს „ინტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (იმპორტის მიმართულებით) პოზიციაზე: 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება; 
  • ახალ მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება; 
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება; 
  • იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი; 
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება; 
  • შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო  ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მნიშვნელოვანია  შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების (Excel)  მაღალ დონეზე ცოდნა; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge    

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი. 

 

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი