E-commerce მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
10 აგვ - 01 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge  ) აცხადებს ვაკანსიას “E-commerce მენეჯერის” პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხელმძღვანელთან ერთად მარკეტინგის და ელექტრონული კომერციის სტრატეგიის ჩამოყალიბება და მართვა
  • ტექნიკური ხარვეზების პოვნა და აღმოფხვრა
  • საიტის ფუნქციონალის ტესტირება
  • ახალი ფუნქციონალის დანერგვა
  • ვებ-გვერდის ტრაფიკის ცვლილებების მონიტორინგი და ვებ-ანალიტიკა
  • პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა
  • პროდუქტების ფოტოების და აღწერილობების ელ. კომერციის პლატფორმაზე ცვლილებების დროულად ასახვა, მათ შორის დასრულებული სააქციო პროდუქტების ფასების ცვლილება, პროდუქტების პლატფორმიდან მოხსნა და სხვა
  • დამუშავებული/დასამუშავებელი პროდუქციის რეპორტინგი
  • მარკეტინგული აქციების და შეთავაზებების გამართვა საიტზე და მისი მონიტორინგი/რეპორტინგი
  • დეველოპერების გუნდთან მჭირდო კომუნიკაცია
  • ჩართულობა სხვა მარკეტინგულ/დიჯითალ/სეო აქტივობებზე, ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი  განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით excel-ის;
  • 1C ის პროგრამის ცოდნა;
  • nopCommerce- ზე მუშაობის გამოცდილება, ან/და სხვა პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

 

სხვა მოთხოვნები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • შემოქმედებითობა-იმპროვიზაციის და კარგი ინტერპრეტაციის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge.დასათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ E-commerce  მენეჯერი”

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი