ხელოსნების მომსახურე მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
10 აგვ - 01 სექ
სტარტი


სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ,,ხელოსნების მომსახურე მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. მარნეული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელოსნების მომსახურება წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით და მათი ინფორმირება ყველა სახის სიახლეზე თუ არსებულ საბონუსე სისტემაზე, ფასდაკლებებზე და ა.შ;
- ხელოსნებთან პერიოდულად შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება, ექსკლუზიური ბრენდების პოპულარიზაცია, ხელოსნების დაინტერესება არსებული წარმოებით და სიახლეების მიწოდება;
- ხელოსნებისთვის ქეშბექის და ადგილზე მომსახურების სტანდარტების გაცნობა, მათი ინფორმირებულობა, რათა შეძლონ ადგილზე ხარისხიანი მომსახურების მიღება;
- მეგაცენტრებში მოქმედი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ ხელოსნების ინფორმირება;
- მეგაცენტრებში მოსულ ახალ ხელოსნებთან შეთავაზების გაკეთება, პირობების განმარტება, ხელშეკრულების გაფორმება და კონტრაგენტებად დარეგისტრირება;
- მეგაცენტრის გარეთ ხელოსნების მოძიება და მათთვის შეთავაზებების გაკეთება;
- ხელოსნების გეგმის შესრულებაზე პასუხსმგებლობა და მიმდინარე შესრულების კონტროლი, ხელმძღვანელის დროული ინფორმირება გეგმის მოსალოდნელი შეუსრულებლობის შესახებ და შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა;
- ხელოსნების სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
- სამუშაოს დაგეგმვის და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი - სრული
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ხელოსნების მომსახურე მენეჯერი მარნეული“.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი