წარმოების ტექნოლოგი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
10 აგვ - 01 სექ
სტარტი


სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “წარმოების ტექნოლოგის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების დადგენილი რეცეპტურის ცოდნა და ზედმიწევნით დაცვა;
- წარმოების პროცესში ტექნოლოგიური პარამეტრების (ტემპერატურა, წნევა და ა.შ) მუდმივი კონტროლი;
- წარმოების პროცესის სხვადასხვა სტადიაზე მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
- არსებული დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა და გამართული მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფა.
- წარმოების პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა შესაძლებლობისამებრ,
- ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
- სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - 3 დღეში ერთხელ, 24 საათი;
- კვება+დაზღვევა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 31 აგვისტო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „წარმოების ტექნოლოგი“.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს
წარმოება/ოპერაციები
ტექნოლოგი