დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული,ინგლისური
05 აგვ - 16 აგვ
ვიპ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დაიწყე კარიერა თეგეტა მოტორსში

ვაკანსიის კოდი .............TGM0001725

ადგილმდებარეობა ........თბილისი

ორგანიზაცია .................თეგეტა მოტორსი

მოქმედების ვადა .........15.08.2022

კატეგორია ......................სხვა

დასაქმების ტიპი ............სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი ...........სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე.....სპეციალისტი

 

ძირითადი მოთხოვნები

 

განათლება

ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი

 

ენები

  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი

 

უნარები

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • ადაპტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

დამატებითი მოთხოვნები

  • მართვის მოწმობა B კატეგორია

 

სამუშაოს აღწერა

თეგეტა მოტორსი აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის  პოზიციაზე  ქ. თბილისში;

 

თუ გსურთ, დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში და გარანტირებულად დასაქმდეთ თეგეტა მოტორსში.

 

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა  ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

 

სასწავლო პროცესის აღწერა:

  • ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიწყებენ პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც  შეიძენენ საბაზისო ცოდნას სატვირთო ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია  „თეგეტა მოტორსის“   პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
  • სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორის თბილისის ფილიალებში.
     

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში, 26 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ. 

 

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1725

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)