რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 600
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
05 აგვ - 04 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. 
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 

ანაზღაურება : ანაზღაურება: 500/600 ლარი  

 
 
ძირითადი ფუნქციები: 

  • პაციენტების რეგისტრაცია; 
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; 
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ; 
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; 
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად. 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა 
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები 
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) 

 
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge . სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “რეგისტრატორი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ . 
 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 

სამედიცინო
რეგისტრატურა